LIVE

მოსაზრება: აშშ და რუსეთი შავ ზღვაში შეტაკების გზას ადგანან

09 მაი 202119:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 12679
მოსაზრება: აშშ და რუსეთი შავ ზღვაში შეტაკების გზას ადგანან
Vasily Maximov/AFP/Getty Images

უკრაინელებმა შვებით ამოისუნთქეს გასულ თვეში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი გაიყვანს რუსეთ-უკრაინის საზღვართან დისლოცირებულ 100,000-ზე მეტი სამხედროს უმრავლესობას. ასეთივე განცდა ჰქონდათ აშშ-ს, ნატო-ს და დანარჩენ ევროპასაც.

მაგრამ არავინ უნდა მოეშვას ასე მარტივად: პუტინი არ არის ის, ვინც უკან დახევას აპირებს. ასე რომ, სად უნდა ველოდოთ მის შემდეგ პროვოკაციას? სავარაუდოდ, შავი ზღვის წყლებში.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 2014 წელს და მოახდინა ყირიმის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულის ანექსია, რომელიც ამ საუკუნეში სუვერენული სახელმწიფოს სახმელეთო ტერიტორიის უდიდესი მიტაცებაა. მას შემდეგ მან ფული, წვთნა, შეიარაღება და სამხედრო მრჩეველები მიაწოდა სეპარატისტულ ძალებს სამხრეთ-უკრაინის დონბასის რეგიონში.

დასავლეთისთვის, რუსეთის ბოლოდროინდელი ძალების კონცენტრაცია ალბათ იმის სიგნალი იყო, თუ რამდენად დაუნდობელი იქნება პუტინი უკრაინის ზეწოლის მხრივ და მიუთითებს რუსეთის კატეგორიულ წინააღმდეგობაზე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. ამით გადაიფარა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დევნაც და გამყარდა პუტინის რეიტინგი რუსეთში. დაბოლოს, სამხედრო კონცენტრაციამ საშუალება მისცა რუს სამხედროებს საკმაოდ ეფექტური მანევრების პრაქტიკა მიეღოთ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი გადაწყვეტს უკრაინის საზღვრის გადალახვას.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მხრიდან სულ არის მოსალოდნელი სიურპრიზები თავისი გეოპოლიტიკური კონკურენტების მიმართ, ამჟამად, ნაკლებადსავარაუდოა სახმელეთო ოპერაცია. პუტინს უკვე საკმაოდ ძვირი უჯდება საზღვარგარეთული ავანტიურები. სირიის რეკონსტრუქცია უდიდეს ფინანსებს მოითხოვს, ისევე, როგორც უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერა. მას დიდი მადა აქვს ძვირადღირებული ახალი შეიარაღებების მიმართ (მაგალითად, კოსმოსის მილიტარიზაცია) და ის დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვანი სანქციების ქვეშ რჩება.

ამის სანაცვლოდ მას შეუძლია აირჩიოს ზღვისპირეთი და ეცადოს შავი ზღვის წყლების გააკონტროლება.

შავ ზღვაში შესასვლელად, მე ექვსჯერ გავცურე ბოსფორის სრუტეში და ყოველთვის მაინტერესებდა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. შავი ზღვა ესაზღვრება ბულგარეთს, საქართველოს, რუმინეთს, რუსეთს, თურქეთსა და უკრაინას. საოცარია ამ ხალხების ენების, კულტურების, ალიანსების წევრობის და ეკონომიკური ზომების მრავალფეროვნება, ისევე როგორც მათი ხანგრძლივი ისტორია. ძველი ბერძნების თანახმად, იასონი და არგონავტები ამ წყლებში მიცურავდნენ და ზოგიერთი ბიბლიური მკვლევარი და მეცნიერი თვლის, რომ ნოეს კიდობანმაც ეს გზა გაიარა.

შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ალიანსის სამი სრულფასოვანი წევრი ჰყავს  (თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) და ორი ახლო პარტნიორი უკრაინასა და საქართველოში (რუსეთს ორივეგან აქვს ოკუპირებული ტერიტორია). სამხრეთ ჩინეთის ზღვის მსგავსად, ეს არის პოტენციური საზღვაო დაპირისპირების არეალი. გარდა ამისა, შავი ზღვა გახდება ნახშირწყალბადების მდიდარი წყარო, რაც რეგიონში მხოლოდ გააძლიერებს დაძაბულობას, როგორც ეს აღწერილია ატლანტიკური საბჭოს ბოლოდროინდელ კვლევაში.

რუსეთს ყირიმი ძირითადად შესანიშნავი საზღვაო პორტების გამო სურდა და იმის გამოც, რომ ყირიმიდან კონტროლდება რუსეთსა და უკრაინას შორის მდებარე საზღვაო გზები. 2018 წლის ბოლოს რუსეთის საზღვაო ძალებმა და სანაპირო დაცვამ დააკავეს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი, როდესაც უკრაინული გემები ცდილობდნენ შავ ზღვაში შესვლას ქერჩის სრუტის გავლით.

დაძაბულობის ეს დონე კვლავ ადგილზეა. აპრილის შუა რიცხვებში პენტაგონმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში გაგზავნდა ორ მართვადი რაკეტის გამანადგურებელს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა "უკიდურესად პროვოკაციული" უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მოულოდნელად გააუქმა გემების განთავსება, კრემლმა ჩაკეტა ყირიმთან ახლომდებარე სანაპირო ზონები, უცხოური სამხედრო ხომალდებისათვის.

როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს, პუტინის სამხედროებმა გამოიყენეს უამრავი ტაქტიკა და პროცედურები: თავდასხმითი კიბერ-ომი, სპეცრაზმი ამოსაცნობის ნიშნების გარეშე (ე.წ. პატარა მწვანე კაცები), საიდუმლო შეტევები სატრანსპორტო კვანძებზე, პროპაგანდა სოციალურ ქსელებზე, ელვისებურად სწრაფი დარტყმები და სხვა. ეჭვგარეშეა, რომ პუტინს ამ ტაქტიკის საზღვაო ვერსიაც აქვს.

თავდასხმა, სავარაუდოდ, მოიცავს სწრაფი საპატრულო კატარღების ერთობლივად მიწისზედა და სახმელეთო შეტევითი რაკეტებით განთავსებას; ამფიბიის გემებზე ბაზირებულ ვერტმფრენებს სპეციალური ძალების ტრანსპორტირებისთვის; დიზელის წყალქვეშა ნავებს, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო მიზნებს; კიბერშეტევებს უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ჩასხშობად და ამფიბიურ თავდასხმებს მთავარ სტრატეგიულ გზაჯვარედინზე, უკრაინის საზღვაო საზღვრების მიღმა. რუსები გაანადგურებენ უკრაინელებს და ნატო ვერ მოასწრებს რეაგირებას, ასეთი სურვილის შემთხვევაშიც.

სამხედრო-საზღვაო ოპერაციის მიზანი იქნება უკრაინის საზღვაო ძალების განეიტრალება, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის სრული კონტროლი, უკრაინის სამხედრო ძალების მოწყვეტა მათი მომარაგების ხაზებიდან და დომინირება მიწის იმ მონაკვეთზე, რომელიც რუსეთს ყირიმთან დააკავშირებს. (ამჟამად მათ შორის უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილია.)

აშშ და ნატო მკაცრად დაგმობს რუსეთის ქმედებებს, მაგრამ უკრაინას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია "ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე".

ამერიკის რევოლუციის დროს, პოლ რევერის სიგნალი იყო ბოსტონის ძველ ეკლესიაში ფარნებზე დაკვირვება  - "ერთი თუ ხმელეთით, და ორი თუ ზღვით" - ბრიტანული მიდგომის აღსაწერად. თუ პუტინი გადაწყვეტს უკრაინაზე გადასვლას, შეგიძლიათ ორ ფარანზე დადოთ ფსონი.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს სტავრიდისი