
Amazon-ის ქლაუდ ტექნოლოგიების მიმართულებამ (AWS) ახალი სერვისი შექმნა, რომელიც დეველოპერებს და კომპანიებს კომპიუტერული სიმძლავრით უზრუნველყოფს Apple-ის მოწყობილობებისთვის აპლიკაციების შექმნის პროცესში
სერვისი სახელად EC2 Mac Instances მუშაობს Mac Mini კომპიუტერებზე და Amazon-ის პირველი პროდუქტია, რომელიც Apple-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე იქნება მორგებული. ამ დრომდე მსგავს სერვისს Amazon-ი მხოლოდ Windows-ს და Linux-ს სთავაზობდა. ის დაეხმარება iPhone-სა და iPad-ისთვის განკუთვნილი სამომხმარებლო აპლიკაციების დეველოპერებს, ასევე Amazon-ის კორპორაციულ კლიენტებს, ვინც საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფებს ქმნიან Apple-ის მოწყობილობებისთვის.
”ჩვენ ასევე ვიღებთ მომხმარებლებისგან უკუკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ macOS– ის დეველოპმენტმა ქლაუდზე გადაინაცვლოს,“ განაცხადა დევიდ ბრაუნმა, რომელიც Amazon– ის ქლაუდ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
Amazon-ის ახალი სერვისი ხელმისაწვდომია აშშ-ში, ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში.ახლო მომავალში კი რეგიონების ჩამონათვალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ბასი