LIVE

რის შესახებ აფრთხილებენ მრჩეველები მდიდარ კლიენტებს

08 მაი 202119:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1693
რის შესახებ აფრთხილებენ მრჩეველები მდიდარ კლიენტებს
infobloom

სიმდიდრის მენეჯერები უმსხვილეს ამერიკულ ფირმებს ურჩევენ ყურადღება გაამახვილონ ინვესტირების უფრო ფართო საკითხებზე, როგორიცაა ინფლაცია და პროცენტები, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ეკონომიკა იხსნება და ბაიდენის ადმინისტრაცია საგადასახადო კოდექსში მკვეთრი ცვლილებებისკენ უბიძგებს.

4 მაისს, Bloomberg Wealth Summit-ზე განიხილეს ეს და სხვა საკითხები. გთავაზობთ მათ ყველაზე მნიშვნელოვან მოსაზრებებს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ბაზრების და ეკონომიკების ანალიზისას, შემდეგი თვეების განმავლობაში:

ინფლაცია

ბოლო დროს, ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა გახდა ფინანსურ წრეებში იმის გამო, რომ აშშ-ის მთავრობის ეკონომიკურმა სტიმულირების გეგმებმა და მომხმარებელთა პოსტ-პანდემიურმა ხარჯვამ, შეიძლება ფასების ზრდა გამოიწვიოს.

„წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ინფლაციის შეკავება ხდებოდა ტექნოლოგიებით გამოწვეული პროდუქტიულობის ზრდის წარმოუდგენელი ტემპით,” - განაცხადა გრეგ ფლემინგმა, Rockefeller Capital Management-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინვესტორები ყოველთვის უნდა ზრუნავდნენ ინფლაციაზე, თქვა კეტრინ კიტინგმა, BNY Mellon Wealth Management- ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ”თუ ფიქრობთ ბიზნეს ციკლზე და მისი დასრულების მიზეზებზე, ეს ინფლაციის ზრდაა, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს, რამაც საგანგებო ვითარებებეში შეიძლება გამოიწვიოს რეცესია და განსაზღვროს ბაზარი”, - თქვა მან.

მიუხედავად ამისა, კიტინგი მიიჩნევს, რომ ინფლაციური ტენდენციები დროებითია, გრძელვადიანი დეფლაციური ფაქტორების გათვალისწინებით. ეს მოიცავს დაბერებულ ეკონომიკას, ტექნოლოგიურ შეფერხებებს და სესხის პოტენციური ზრდას.

Საფონდო ბირჟა

Covid-19 პანდემიამ არაჩვეულებრივი მოველენები გამოიწვია ბაზრებში, ახალი ინვესტორები ერთობლივად აბანდებენ აქციებში, იზრდება ფასების მერყეობა და რამდენიმეთვიანი ფესების ზრდის შემდეგ, იწყებენ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაყიდვებს.

მრჩეველები, პირველყოვლისა, ინვესტორებს უბიძგებდნენ ყოველდღიურობის მიღმა ეფიქრათ.

"ნუ გააკეთებთ ინვესტიციებს ჰედლაინებზე დაყრდნობით", - თქვა პენი პენინგტონმა, Edward Jones-ის მმართველმა პარტნიორმა.

ჯინა მარტინ ადამსი, Bloomberg Intelligence-ის კაპიტალის მთავარი სტრატეგი, სკეპტიკურად უყურებს ბაზრებზე ბუშტების არსებობას. „ჰედლაინების მიუხედავად, მცირე მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ფასები დრამატულად გაიზარდა, რომელიც მოწყვეტილია საფუძვლებს, რაც ირაციონალურ სიუხვეს წარმოშვებს; ეს იქნებოდა საბაზრო ბუშტის წარმოშვების პირობები“,- თქვა მან.

მანამდე არსებული ბუშტების კონტექსტში, როგორიცაა 1920 ან 1990-იან წლებში, ამჟამინდელი საფონდო ტალღა ამ დონემდე ახლოშიც არაა.

”ჩვენი აზრით, კაპიტალის ბაზარზე პოტენციურად არსებობს ბუშტის ზოგიერთი სიმპტომი, ჩვენ შეიძლება მხოლოდ დასაწყისში ვიყოთ”, - განაცხადა ჯინა ადამსმა.

იდა ლიუ, კერძო საბანკო განყოფილების უფროსი Citigroup-ში, კლიენტებს ურჩევს მათი პორტფელისთვის დაძლიონ ადგილობრივი მიკერძოებულობა, გეოგრაფიული მრავალფეროვნების სასარგებლოდ. ის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ჩინეთში ხედავს.

Საპროცენტო განაკვეთები

საით წავა პროცენტები ასეთი დაბალი ნიშნულიდან? შეიძლება პოტენციურად ზრდა დაიწყოს.

„საპროცენტო განაკვეთები ყველაზე დაბალ დონეზეა ჩვენს პროფესიულ კარიერაში”, - თქვა BNY Mellon- ის კიტინგმა. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ მომენტში დაინახავთ პროცენტის ზრდას.”

Citigroup-ის წარმომადგენლის თქმით, ნაღდი ფულის გაჩერება ასეთ დაბალპროცენტიან გარემოში შეცდომაა და გაცილებით მომგებიანია ინვესტირება.

გადასახადები

მრჩევლების თქმით, მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს შედეგად ცვლილებებს შეიტანენ აშშ-ს პრეზიდენტის წინადადებაში, რომელიც ეხება სიმდიდრის  გადასახადების გაზრდას და ფინანსური მოგებას დაბეგვრას.

„სენატში დემოკრატების უმრავლესობა იმის მანიშნებელია, რომ წინადადება გარკვეულწილად შემსუბუქდება და დეპუტატები ნაკლებად ამბიციური გეგმით წარსდგებიან“,- განაცხადა BNY Mellon წარმომადგენელმა. შემდეგი კითხვაა დრო - როდის მიიღებენ გეგმას და ექნება, თუ არა მას უკუქცევითი ძალა.

გაურკვევლობის ფაქტორის გათვალისწინებით, რთულია კლიენტების კონკრეტული ქმედებების შესახებ ურჩიონ.

ბიტკოინი

კიტინგის თქმით, კრიპტოვალუტის გარშემო სამი მთავარი პრობლემაა, რომელთა მოგვარებასაც მრჩევლები ცდილობენ. ერთია უსაფრთხოება და კრიპტოვალუტაზე წვდომის პირადი გასაღებების უსაფრთხოება. მეორე არის ლიკვიდურობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ინვესტორებს, რომლებიც ფულს ხარჯავენ ამ აქტივებში, ასევე აქვთ მოქნილობა და მესამე არის არასტაბილურობა. ზოგიერთმა აქტივმა, როგორიცაა ბიტკოინი, გასული წლის განმავლობაში განიცადა ველური ცვლილებები.

"ჩვენ ვეძებთ გზებს ამ პრობლემების გადასაჭრელად და კონტექსტების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ შესწავლის რეჟიმში ვართ", - თქვა კიტინგმა.

Citigroup-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, მაგრამ იგი მათ ძირითად შესაძლებლობად არ მიიჩნევს, არამედ ლატენტურ შესაძლებლობად, რომელშიც ზოგიერთ კლიენტს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლი უელსი და მისირლენა ეგკალფოპულუ