ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის “დაუფიქრებელ და აგრესიულ მოქმედებებს” უპასუხებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა BBC-ის განუცხადა.
რუსეთის უგუნურ ნაბიჯებს შორის ბლინკენმა SolarWinds-ზე კიბერ თავდასხმა, არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის მიმართ მოპყრობა დაასახელა და დასძინა, რომ აშშ “უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას ამჯობინებს”, თუ რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას მისცემს.
დიპლომატმა ასევე დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგობა რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის, Nord Stream 2-ის პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ Nord Stream 2 “ცუდი იდეაა.