LIVE

ვაქცინების პატენტი შესაძლოა გაუქმდეს - მწარმოებლების აქციები ეცემა

06 მაი 202113:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
ვაქცინების პატენტი შესაძლოა გაუქმდეს - მწარმოებლების აქციები ეცემა
Angel Garcia/Bloomberg

ევროკავშირი მზადაა, განიხილოს აშშ-ის წინადადება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შეწყვეტის შესახებ. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.

“ევროკავშირი მზად არის, განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც კრიზისის ეფექტურ და პრაგმატულ მოგვარებას შეუწყობს ხელს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის წინადადებას ამ მიზნის მიღწევა”,- აღნიშნა მან. 

ინიციატივა ვაქცინაციის გლობალური კამპანიისთვის კარგი სიახლეა, თუმცა მძიმე დარტყმაა მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომელთა აქციების ფასი უკვე ეცემა. CanSino Biologics-მა 15% დაკარგა, Walvax Biotechnology-ის აქციების ფასი 11%-ით დაეცა, ხოლო Chongqing Zhifei Biological Products-ის - 8.7%-ით. იაპონიაში AstraZeneca-ს პარტნიორი JCR-ს აქციების ფასი 1,4%-ით დაეცა.

აშშ-ს ნაბიჯი "ალბათ, კარგი ამბავი არ არის ვაქცინების მწარმოებლებისთვის, რომლებსაც ახლა ვაქცინის გენერირებული ასლები აქვთ, მაგრამ როგორც ვირუსის მუტაციამ აჩვენა, საჭირო იქნება შემდგომი გამოკვლევები და ინოვაციები, რაც ამ კომპანიებისთვის შემოსავალს უზრუნველყოფს", - განაცხადა Qontigo GmbH-ის გამოყენებითი კვლევების ხელმძღვანელმა, ოლივიე დ'ასიერმა.

ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ ნაბიჯს ”იმედგაცრუება” უწოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ფოლინი და ვიქტორია დენდრინუ