LIVE

SpaceX-ის Starship რაკეტის დაშვების მეხუთე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა

06 მაი 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
SpaceX-ის Starship რაკეტის დაშვების მეხუთე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა
SOPA Images

Space Exploration Technologies Corp-ის უახლესი და უდიდესი კოსმოსური ხომალდი უნაკლოდ დაეშვა, რამაც მაღალი სიმძლავრის რაკეტების ფრენებს კარი გაუხსნა. 

Starship SN-15 პროტოტიპი დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლეზე  აფრინდა. საფრენ აპარატზე მცირე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ის რამდენიმე წუთის შემდეგ ჩააქრეს.

მიღწევა გზას უხსნის რაკეტის უფრო ამბიციურ ტესტირებას, რომელსაც SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი მთვარისა და მარსის ფრენების საფუძვლად მიიჩნევს. NASA-მ ცოტა ხნის წინ შეარჩია SpaceX, რათა შეიქმნას ასტრონავტებისთვის მთვარეზე დაშვების სისტემა Starship-ის გამოყენებით. კომპანია ასევე ვარაუდობს, რომ უჟანგავი ფოლადის გიგანტი საბოლოოდ შეძლებს დედამიწაზე მოგზაურობის დროის შემცირებას ჰიპერსონიკური წერტილოვანი ფრენებით.

30 მარტს Starship სარაკეტო სისტემის საცდელი ფრენის დროს დაშვების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ნამსხვრევები მთელ ტერიტორიაზე გაიფანტა. ცეცხლის გაჩნდა ბოლო ორი საცდელი ფრენის დროსაც.

SpaceX-მა შექმნა Starship, როგორც მრავალმხრივი, სრულად მრავალჯერადი გამოყენებადი კოსმოსური ხომალდი, რომელსაც 100 ტონის გადაზიდვა შეუძლია. გარდა გამაძლიერებელი რაკეტისა, რომელიც ქმნის ორსაფეხურიან სისტემას, Starship არის 160 ფუტის სიმაღლისა და 30-ფუტიანი დიამეტრის რაკეტა, რომელსაც 100-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმანი