LIVE

დანია Johnson & Johnson-ის ვაქცინას არ გამოიყენებს

03 მაი 202121:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 838
დანია Johnson & Johnson-ის ვაქცინას არ გამოიყენებს
Bloomberg

დანია Johnson & Johnson-ის Covid-19 ვაქცინას იმუნიზაციის პროგრამაში არ გამოიყენებს, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს თანახმად, სარგებელი არ აღემატება თრომბის საშიშროებას.

Johnson & Johnson-ის ვაქცინის შეჩერება მოხდა ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, რაც დანია გახდა ევროკავშირის პირველი წევრი, რომელმაც AstraZeneca-ს გამოყენება მსგავსი მიზეზების გამო შეაჩერა.

დანიის ჯანდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ გაითვალისწინა დანიაში არსებული ვითარება, სადაც ვირუსი შედარებით კონტროლირებადი და აუცრელი ადამიანების უმეტესობა ახალგაზრდა და ჯანმრთელია.

დანიამ წინასწარ შეუკვეთა J&J-ის დაახლოებით 7 მილიონი ვაქცინა, უფრო მეტი ვიდრე სხვა მწარმოებლებისგან. ჯანდაცვის ორგანოს თანახმად, გადაწყვეტილება კომპანიის ვაქცინაციის პროგრამიდან ამოღების შესახებ ინოკულაციის პროცესს ოთხი კვირით აყოვნებს. წინა გრაფიკის მიხედვით, ყველა დანიელს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აგვისტოს დასაწყისში უკვე უნდა ჰქონოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორტენ ბატლერი