
BioNTech-ი, ვაქცინების მწარმოებელი, რომელიც Pfizer-თან პარტნიორობით Covid-19-ის ვაქცინას აწარმოებს, საფონდო ბირჟაზე ორშაბათს 10%-ით გაიზარდა. კომპანიის თითო აქციის ფასმა 200 დოლარს გადააჭარბა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა თითქმის ერთ კვირიანი ზრდის სერიის შემდეგ.
გერმანული კომპანია იმ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ეკონომიკის აღდგენის მიმართ ბაზრის ოპტიმიზმით ყველაზე მეტად ისარგებლეს. როგორც Pfizer-ისა და BioNTech-ის, ასევე Moderna-ს ვაქცინები აშშ-ს 245 მილიონზე მეტი დოზის ადმინისტრირებაში დაეხმარა, განსაკუთრებით უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემის აღმოჩენის ფონზე, რომელმაც AstraZeneca და Johnson & Johnson დააზარალა.
ბიოტექნოლოგიური სექტორი უკან ბრუნდება მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც მარეგულირებელ პრობლემებს უკავშირდებოდა. Nasdaq- ის ბიოტექნოლოგიური ინდექსი 5,7%-ით გაიზარდა 12 აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ფართო ბაზარმა 1,7%-იანი ზრდა აჩვენა.
Morgan Stanley-ის პროგნოზით ფარმაცევტული მძიმე წონოსანი მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინების გაყიდვების მოლოდინს წლის განმავლობაში. საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ კომპანიის გაყიდვებმა, შესაძლოა, 2021 წელს 19 მილიარდ დოლარაც მიაღწიოს. რაც შეეხება Pfizer-ს, ის ორშაბათს 2,4% -ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდაა 16 აპრილის შემდეგ.
ადრეულ ვაჭრობაში Moderna-ს აქციების ფასი 5,6%-ით გაიზარდა. კომპანიის აქციებმა ღირებულების სარეკორდო ზღვარს 185,98 დოლარს მიაღწია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტიან ფლანაგანი