LIVE

Estee Lauder-ის გაყიდვები პროგნოზებს ვერ ამართლებს

03 მაი 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 802
Estee Lauder-ის გაყიდვები პროგნოზებს ვერ ამართლებს
Chukrut Budrul/SOPA Images

Estee Lauder-ის მესამე კვარტალის გაყიდვები ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩება, მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო მოგზაურობა ეტაპობრივად აღდგენის ნიშნებს აჩვენებს.

კომპანიის გაყიდვები გაიზარდა ყველა რეგიონში, თუმცა პროგნოზები მაინც ვერ დააკმაყოფილა. დეკორატიულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა კვლავ მცირეა, რადგან მომხმარებლები კოსმეტიკის ტარების მიზეზს ვერ ხედავენ. Estee Lauder-ის გლობალური წმინდა გაყიდვები 31 მარტისთვის 16%-ით გაიზარდა და 3,86 მილიარდი დოლარი შეადგინა, ან 13% თუ ვალუტის მერყეობას არ გავითვალისწინებთ.

პანდემიამ ასევე გამოიწვია კომპანიის მაღაზიების დროებითი დახურვა რამდენიმე მნიშვნელოვან ბაზარზე, მათ შორის ბრიტანეთში, იაპონიაში, კანადაში, საფრანგეთსა და ბრაზილიაში. კომპანია აცხადებს, რომ მაღაზიებში მომხმარებელთა ტრეფიკი, პრე-პანდემიურ დონესთან შედარებით,  გლობალური მასშტაბით შემცირებულია.

მიუხედავად ამისა, კოსმეტიკის გიგანტი ამბობს, რომ მოგზაურობის აღდგენის ნიშნები აშკარაა და მყიდველები მაღაზიებში ეტაპობრივად ბრუნდებიან. Estee Lauder-ის გლობალური მოგზაურობის საცალო ვაჭრობა, მიუხედავად საერთაშორისო მოგზაურების შემცირებისა, ასევე გაიზარდა. ეს მოიცავს მაღაზიებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტები და მატარებლის სადგურები.

კომპანია ელოდება, რომ წმინდა გაყიდვები ამ ფისკალურ წელს 12%-ით გაიზრდება, ან სავალუტო ზემოქმედების გამოკლებით 10%-ით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბეშინი