LIVE

Nestle $5,75 მილიარდიან ვიტამინის ბრენდებს შეისყიდის

03 მაი 202116:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
Nestle $5,75 მილიარდიან ვიტამინის ბრენდებს შეისყიდის
Bountiful Co.

Nestle შეისყიდის ვიტამინების მწარმოებელ კომპანია Bountiful-ს $5.75 მილიარდად, რითაც მინერალებისა და დანამატების სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდება. პანდემიის ფონზე გაზრდილია მოთხოვნა ვიტამინებზე, ჯანმრთელი ცხოვრების მიმდევარ მომხმარებელთა შორის.

პროგნოზების თანახმად, ამ შესყიდვამ უნდა გააორმაგოს მინერალური დანამატებისგან მიღებული შემოსავალი წლიურ 1 მილიარდ დოლარამდე.

Nestle, 2017 წლიდან გააქტიურდა ვიტამინებისა და დამატებების სექტორში, როდესაც $2,3 მილიარდად შეისყიდეს კომპანია Atrium Innovations. კომპანიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მსხვილი ბრენდების განვითარებაზე ასეთ კონკურენტულ და ფრაგმენტულ სეგმენტში. ახალი სტრატეგიის თანახმად, კომპანიის სამიზნე კატეგორიაა მაღალ მსყიდველუნარიანი მომხმარებლები. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა - Nestle-ს მიმდინარე ანგარიშში, პროგნოზირებულზე ორჯერ მეტი გაყიდვებია დაფიქსირებული. დანამატების კლიენტებმა, პანდემიის დროს 91%-ით გაზარდეს მოხმარება მათი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ხოლო პირველი კვარტლის შემოსავალი თითქმის 10%-ით გაიზარდა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2017 წლის შემდეგ, Nestle-ს აქციების ფასმა 70%-ზე მეტით იმატა. კომპანიის ღირებულება $300 მილიარდზე მეტია.

კომპანია გეგმავს უფრო მეტი სერვისის დანერგვას, რომლებიც ინდივიდუალურ მომხმარებლებს სპეციფიკურ საკვებ რაციონზე იქნება გათვლილი. ამგვარი, პერსონალიზირებული მიდგომა ჰქონდა ვიტამინების კომპანიას Persona, რომელიც Nestle-მ 2019 წლის ბოლოს შეისყიდა.

Bountiful ყიდის ვიტამინების ფართო სპექტრს, რომლებიც ხელმისაწვდომია საცალო ქსელებში: Walmart, CVS და Rite Aid. პანდემიამ გაზარდა მოთხოვნა პროდუქტებზე, რომლებიც მიიჩნევა მომხმარებლების ჯანმრთელობის და იმუნური სისტემების გამაძლიერებლად.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: თომას მიულერი და კორინ გრეტლერი