LIVE

ნედლეულზე ფასები იზდება

01 მაი 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
ნედლეულზე ფასები იზდება
Bloomberg

ფასები ნედლეულზე, რომელიც თითქმის ყველაფრის დასამზადებლად გამოიყენება, იზრდება. პროგნოზების მიხედვით, ზრდის ტრაექტორია გაგრძელდება, რადგან მსოფლიო ეკონომიკა აღდგენის ფაზაშია.

ფოლადიდან და სპილენძიდან სიმინდამდე საქონელმა 2021 წელი ბუმით დაიწყო და ისეთ დონეებს მიაღწია, რაც წლებია არ გვინახავს. ამან ხელი შეუწყო მასიურ რეფლაციურ ვაჭრობას, რომელმაც წელს ბაზრები მოიცვა და ინფლაციის მოლოდინები გააძლიერა. თუმცა, ფისკალურ სტიმულით გაძლიერებულმა აშშ-ს ეკონომიკამ და გახსნის ფაზაში მყოფმა ევროპის ეკონომიკამ შესაძლოა, ფასების არსებულ ტრაქტორიაში მცირე სამომავლო ცვლილებები გამოიწვიოს.

ამასთან, ჩინეთი, რომელიც ნედლეულის მიწოდებისა და მოთხოვნის გადამწყვეტი წყაროა, ასევე დიდ როლს თამაშობს ფასების ზრდის პროცესში. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მთავრობა ცდილობს შეამციროს ძირითადი ლითონების წარმოება, როგორიცაა ფოლადი და ალუმინი. გარდა ამისა, ჩინეთი ასევე ყიდულობს მარცვლეულის მასობრივ რაოდენობას. სურსათის ფასებზე ასევე გავლენას ახდენს ამინდი ისეთ მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია და საფრანგეთი.

რაც შეეხება ფასების ზრდის გლობალურ გავლენას, ნედლეულზე ფასის ზრდა ქვეყნებზე იმის მიხედვით მოახდენს გავლენას ესპორტს უფრო ეყრდნობიან ისინი, თუ იმპორტს. მათთვის, ვინც მნიშვნელოვნად ეყრდნობა ნედლეულის ექსპორტს, ფასების მასშტაბური ზრდა მხოლოდ კარგი ამბავია სახელმწიფო ფინანსებისთვის.

JPMorgan Chase-მა ამ კვირაში განაცხადა, რომ საქონელზე ფასების ზრდა, რეფლაცია და ვაჭრობის ხელახალი გახსნა კვლავ გაგრძელდება. გარდა ამისა, ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა ცენტრალური ბანკები, როგორც ჩანს, მშვიდად არიან ინფლაციასთან მიმართებით, რაც ნიშნავს, რომ  შესაძლოა, ქვეყნების ეკონომიკებმა ზრდა გააგრძელოს, რაც ბაზრებზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ედი სპენსი და მეგან დურისინი