LIVE

Pfizer-ი ვაქცინის ავტორიზაციას მოზარდებში გამოყენებისთვის ითხოვს

02 მაი 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1034
Pfizer-ი ვაქცინის ავტორიზაციას მოზარდებში გამოყენებისთვის ითხოვს
Bloomberg L.P.

ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი ევროპის მარეგულირებელს ვაქცინის 12-15 წლის ასაკში გამოყენებისთვის ავტორიზაციის მისაღებად მიმართავს. 

კომპანიები იგივე მოთხოვნით სხვა ქვეყნების მარგულირებლებსაც მიმართავენ. თვის დასაწყისში მათ განაცხადი აშშ-ში გააკეთეს. 

როგორც აშშ-ში, ასევე, ევროკავშირში ვაქცინა გადაუდებელი საჭიროებისთვის 16 წლიდან გამოიყენება. 

Pfizer/BioNTech-ს განაცხადი ემყარება კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპის პოზიტიურ შედეგებს. კვლევაში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2260 მოზარდი მონაწილეობდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, სავარაუდოდ, ვაქცინა მოზარდებში გამოყენების ავტორიზაციას მაისის შუა რიცხვებში მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ ვაქცინა ავტორიზაციას ევროკავშირშიც მიიღებს. ბლოკს 2023 წლისთვის 1.8 მილიარდი დოზის შეძენა სურს. ამ მოცულობის ნაწილი მოზარდების ვაქცინაციისთვის მოიაზრება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე