LIVE

ბრიტანეთში აცრილ პირებში თრომბის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

30 აპრ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 926
ბრიტანეთში აცრილ პირებში თრომბის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო თრომბის 41 ახალ შემთხვევაზე საუბრობს. იშვიათი შემთხვევების მიუხედავად, მარეგულირებელი ვაქცინას კვლავ რეკომენდაციას უწევს და აღნიშნავს, რომ მისი სარგებელი რისკებს გადაწონის.

დიდი ბრიტანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქციის მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) COVID-19-ის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ ყოველკვირეული მიმოხილვისას აღნიშნა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილებში სულ სისხლის კოლტების წარმოქმნის 209 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ კვირას სააგენტო 168 შემთხვევაზე საუბრობდა. ამასთან, გარდაცვლილთა რიცხვი 32-დან 41-მდე გაიზარდა.

ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 22 მილიონი ადამიანს გაუკეთდა.

თრომბის ძალიან იშვიათი, მაგრამ შესაძლო რისკის გამო, AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება ბევრ ქვეყანაში გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში აიკრძალა. დიდ ბრიტანეთი 30 წლამდე ახალგაზრდებს მის გამოყენებას არ ურჩევს. მთავრობა განიხილავს, რომ რეკომენდაცია 40 წლამდე პირებზე გავრცელდეს. 

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეზღუდვები დაწესდა საქართველოშიც და ბრიტანულ-შვედური ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს ცრიან. 

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას მხარს უჭერს "ევროპის წამლის სააგენტო" და "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია", რომლებიც აღნიშნავენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.