LIVE

2022 წელს Moderna ვაქცინის 3 მილიარდამდე დოზის წარმოებას გეგმავს

01 მაი 202112:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
2022 წელს Moderna ვაქცინის 3 მილიარდამდე დოზის წარმოებას გეგმავს
Nathan Laine/Bloomberg

Moderna მომავალ წელს Covid-19-ის 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინას გამოუშვებს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია წარმოების გასაზრდელად ინვესტიციებს აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქარხანაში დებს.  

კომპანია გეგმავს 50%-ით გაზარდოს მიწოდება ნორვუდში, მასაჩუსეტსის შტატში მდებარე საწარმოში, სადაც აშშ-ის ბაზარზე არსებული ვაქცინების მასალები მზადდება.

კომპანიის მფლობელობაში მყოფ და პარტნიორ ქარხნებში წარმოების ზრდა, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში დაიწყება.

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანსელი ამბობს, რომ კომპანია წარმოებას თითქმის აორმაგებს, რაშიც მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებს. მისივე თქმით, წარმოების გაზრდის მიზეზი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან არსებული მოთხოვნა გახდა.  

“გასულ თვეს ჩემი ტელეფონი აფეთქდა”,- ამბობს ბანსელი.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენ დოზას გამოუშვებს Moderna მომავალ წელს. ეს დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, პედიატრიულ ვაქცინებზე და “გამაძლიერებელ აცრებზე,” რომლებზეც კვლევები მიმდინარეობს.

Moderna-მ წელს დაგეგმილი დოზების რიცხვიც გაზარდა და კომპანია 700 მილიონის ნაცვლად, 800 მილიონ დოზას აწარმოებს.

Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე mRNA ტექნოლოგიით არის დამზადებული. ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი