LIVE

Instagram-ი ინფლუენსერებისა და ბრენდების დამაკავშირებელ სივრცეს ქმნის

28 აპრ 202122:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
Instagram-ი ინფლუენსერებისა და ბრენდების დამაკავშირებელ სივრცეს ქმნის
Andrew Harrer/Bloomberg

Instagram-ი ბრენდებისა და ინფლუენსერების პირდაპირი კავშირისთვის ახალ სივრცეს ქმნის, რაც კომპანიებს საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის შესაბამისი ინფლუენსერის პოვნას გაუადვილებს.  

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა და Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ სიახლის შესახებ Live-ვიდეოში ისაუბრეს.

სიახლე ნაწილია იმ ინიციატივებისა, რომლებითაც Instagram-ი ხალხს აპლიკაციით ფულის გამომუშავებაში ეხმარება.

Instagram-ი ბრენდებისა და კონტენტის შემქმნელების ურთიერთობაში ჩარევას წლების განმავლობაში თავს არიდებდა, რადგან შიშობდა, რომ აპლიკაცია სარეკლამო შინაარსით დაიტვირთებოდა. მხარეები ერთმანეთს თავად პოულობდნენ და მათი გარიგებაც არაფორმალური იყო. კომპანია მიიჩნევს, რომ ამან ინფლუენსერებისა და ბრენდების თანამშრომლობის გაუმჭვირვალე სისტემა შექმნა, სადაც მსგავს პოსტებზე ფასები მკვეთრად განსხვავებულია. 

საგულისხმოა, რომ კომპანია ამ ინიციატივით პანდემიის დროს გამოდის, როცა ხალხმა რეალურ ცხოვრებაში გართობა და ბიზნესი, აპლიკაციით ჩაანაცვლა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ფრიერი