LIVE

Facebook-ი და Gucci ფიზიკურ პირს უჩივიან

27 აპრ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 602
Facebook-ი და Gucci ფიზიკურ პირს უჩივიან
Bloomberg L.P.

Facebook-ი და Gucci ონლაინ თაღლითის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ. ვებგიგანტმა და ცნობილმა იტალიურმა ბრენდმა პირველი ერთობლივი სარჩელი ჩრდილოეთ კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს. 

Facebook-ი და Kering-ი, ფრანგული მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც ძვირადღირებულ ბრენდებს, მათ შორის, Gucci-ს ფლობს, ფიზიკურ პირს ხელშეკრულების, სოციალური მედიის პლატფორმის წესებისა და Gucci-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას ედავებიან. 

ფიზიკურმა პირი, რომლის ვინაობა განცხადებაში მითითებული არ არის, Gucci-ს ყალბი პროდუქციის გასაყიდად Facebook-სა და Instagram-ის სხვადასხვა ანგარიშებს კვალის ასარევად იყენებს.

ძვირადღირებული ნივთების მწარმოებლები დიდი ხანია ებრძვიან ყალბი საქონელის მწარმოებლებს, რომლებიც თაღლითური გზით, მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ.

Facebook-ის განცახდებით, გასული წლის პირველ ნახევარში ქსელიდან ყალბი პროდუქტის შესახებ მილიონზე მეტი მასალა წაშალა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯელინა რასკუე