
აშშ მსოფლიოს AstraZeneca–ს გაუზიარებს. უახლოეს თვეებში ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 60 მილიონი დოზა გახდება. ადმინისტრაცია ახლა ვაქცინის უსაფრთხოების ფედერალური მიმოხილვის დასრულებას ელოდება.
„ვაქცინების უზარმაზარი პორტფელის გათვალისწინებით, რომელიც უკვე არსებობს აშშ-ში და რომელიც FDA-იმ დაამოწმა და იმის გათვალისწინებით, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არ არის დამტკიცებული აშშ-ში გამოყენებისთვის, ჩვენ არ დაგვჭირდება AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, ამიტომ აშშ განიხილავს AstraZeneca-ს დოზების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის შესაძლებლობებს“,- განაცხადა COVID-19-ის კოორდინატორმა თეთრ სახლში, ჯეფ ზიენტესმა.
ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ს ვაქცინების გაზიარებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. განსაკუთრებით ინდოეთში განვითარებული მოვლენების ფონზე.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრი სახლი სამი ვაქცინის მიწოდების უწყვეტობაში დარწმუნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც J&J-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლდა.
მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით, მათ შორის 572,000-ზე მეტი შეერთებულ შტატებში. აშშ ვარაუდობს, რომ ზაფხულის დასაწყისში მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი ვაქცინის მარაგი ექნება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზეკე მილერი (THE AP)