LIVE

JPMorgan-ი კლიენტებს ბიტკოინის ფონდთან წვდომას შესთავაზებს

27 აპრ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
JPMorgan-ი კლიენტებს ბიტკოინის ფონდთან წვდომას შესთავაზებს
bitcoinexchangeguide

JPMorgan-ი კლიენტებისათვის ბიტკოინის ფონდის შეთავაზებისთვის ემზადება, რაც იმის ნიშანია, რომ Wall Street-ს ბოლო დროინდელი ზრდის შემდეგ, უდიდესი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განწყობა უყალიბდება.

როგორც CoinDesk იტყობინება, ფონდი მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როგორც საკითხთან დაახლოებული პირები ამბობენ, ფონდს მეურვეობას NYDIG გაუწევს.

ბიტკოინი ორშაბათს დილით 12%-ით გაიზარდა და თითქმის 54,000 აშშ დოლარით ივაჭრება, რაც თებერვლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი დღიური ზრდაა.

Wall Street-ის ბანკები, თავშეკავებულობის მიუხედავად, ცდილობენ კლიენტებს კრიპტოვალუტებთან წვდომა შესთავაზონ, რადგან ბიტკოინისა და სხვა ციფრული მონეტების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. JPMorgan-მა რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ და გასულ წელს საბანკო კლიენტებად დაამატა ბიტკოინის ბირჟები Coinbase და Gemini Trust. ფირმამ ასევე მიმართა კრიპტოვალუტას კორპორატიული გადახდების დასაჩქარებლად და 2019 წელს JPM Coin შექმნა.

გასულ კვირას JPMorgan-ის თანაპრეზიდენტმა დანიელ პინტომ განაცხადა, რომ როცა საქმე ბიტკოინს შეეხება ფირმა "კლიენტებთან ერთად იქნება."

აშშ-ის უმსხვილესი ბანკი უერთდება Morgan Stanley-ის გეგმებს, რომ კლიენტებს იმ ფონდებზე წვდომა შესთავაზოს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ფლობდნენ ბიტკოინს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰანა ლევიტი