LIVE

სავარაუდოდ, მალე აშშ დონბასში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს

26 აპრ 202115:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 612
სავარაუდოდ, მალე აშშ დონბასში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს
Unian

აშშ დონბასის შესახებ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ემარკმა განაცხადა.

„თუ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, დღეს დონბასში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდეს“,- განუცხადა მან LIGA.net-ს.

როდის დაინიშნება სპეციალური წარმომადგენელი - ამ კითხვის საპასუხოდ ემარკმა განაცხადა, რომ „ახლო კონტაქტები სახელმწიფო მდივნისა და ადმინისტრაციის დონეზე მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სავსებით შესაძლებელია“.

მისივე თქმით, აქტიურად განიხილება სამხედრო და თავდაცვის სფეროებში დაახლოებისა და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, „ისევე, როგორც აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიერ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად“.