LIVE

ნავთობის ღირებულება $48 დოლარს ჩამოსცდა

21 დეკ 202020:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
ნავთობის ღირებულება $48 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი ბარელზე 48 დოლარს ჩამოსცდა აზიურ ბირჟებზე, რასაც ბრიტანეთში SARS-CoV-2-ის მუტაციის შედეგად ვირუსის უკონტროლო გავრცელებას და მოსალოდნელ ლოქდაუნს უკავშირდება.

პარასკევს დაფიქსირებული მაქსიმუმის შემდეგ, ნავთობის ბიუჩერსებზე ფასი ნიუ–იორკში 3%-ით დაეცა. 

გასული პერიოდის განმავლობაში ნავთობპროდუქტებზე ფასის 33%-იანი ზრდა ვაქცინაცის ხელმისაწვდომობის ფონზე ოპტიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა, ახლა კი მოლოდინები უარესდება.

West Texas Intermediate-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი ნიუ – იორკის სავაჭრო ბირჟაზე 3,2% –ით დაეცა და ბარელზე 47,53 დოლარი შეადგინა. თებერვლის კონტრაქტები კი  3.1% -ით შემცირდა და 47.73 აშშ დოლარი ღირს.

ICE Futures Europe– ის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის თებერვლის კონტრაქტები 3.1%-ით არის გაიაფებული და 50.63 დოლარის ფარგლებში ივაჭრება. ეს მაშინ, როცა პარასკევს ვაჭრობა 1.5%-იანი ზრდით დაიხურა.

ანალიტიკოსების მოლოდინით, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზრდება, ფრენების აღდგენასთან ერთად. Goldman Sachs Group - ის სასაქონლო პროდუქტების კვლევის ხელმძღვანელი ჯეფ კური ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის შეძლებს OPEC+ - ს შეუძლია ბაზარზე მიწოდების გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური შეხვედრების გრაფიკის წყალობით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიაენბა უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას ბაზრის ცვლილებებზე ნავთობის მიწოდების ზრდის ან შემცირების თვალსაზრისით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენ კოჰი