LIVE

35 წელი ჩერნობილის აფეთქებიდან - რა ხდება დღეს კატასტროფის ადგილას

26 აპრ 202122:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 7756
35 წელი ჩერნობილის აფეთქებიდან - რა ხდება დღეს კატასტროფის ადგილას
Natalia Liubchenkova

მსოფლიო ბირთვული ენერგიის ისტორიაში ყველაზე დიდი, ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წელი გავიდა. აფეთქების შედეგების შეფასება ჯერ კიდევ შეუძლებელია, თუმცა უდიდესმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა ეტაპობრივად დედამიწის თითქმის ყველა ნაწილს მიაღწია.

1986 წლის 26 აპრილს, გამთენიისას, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორთან აფეთქება მოხდა. კატასტროფა ექსპერიმენტმა გამოიწვია. ქარხნის ინჟინრებმა ჩაატარეს ცდები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდებოდა ელექტროენერგიის გათიშვის დროს. მათ ზოგიერთი სისტემა გათიშეს, მაგრამ ინჟინრებმა არ იცოდნენ, რომ რეაქტორი უკვე არასტაბილური იყო. ენერგიის შემცირებამ შეანელა ტურბინების მუშაობა, რომლებიც რეაქტორს გაგრილებული წყლით ამარაგებდნენ. დარჩენილი წყალი ორთქლად იქცა და უზარმაზარი წნევა შექმნა. როდესაც ოპერატორები მიხვდნენ, რა ხდებოდა, უკვე გვიანი იყო.

საბჭოთა ხელისუფლებამ მომხდარი დამალა, ამით კი კატასტროფის შედეგები კიდევ უფრო გაამწვავა. სამყარომ აფეთქების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც შვედეთში მომატებული რადიაცია დაფიქსირდა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30 კილომეტრი გარიყული ზონაა. პრიპიატი ახლა აჩრდილების ქალაქია, ადრე კი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ემსახურებოდა. ევაკუაციის შემდეგ მიტოვებული შენობები იშლება.

An interior of the house in an abandoned village in the Chernobyl Exclusion Zone, UkraineNatalia Liubchenkova/Euronewsმიტოვებული სახლი ჩერნობილის აფეთქების ზონაში / ნატალია ლიუბჩენკოვა / Euronews

An abandoned grocery store surrounded by vegetation in the Chernobyl exclusion zone, UkraineNatalia Liubchenkova/Euronewsყოფილი სასურსათო მაღაზია ჩერნობილის კატასტროფის ზონაში / ნატალია ლიუბჩენკოვა / Euronews

Abandoned school library in Pripyat, UkraineNatalia Liubchenkova/Euronewsყოფილი ბიბლიოთეკა ჩერნობილის კატასტროფის ზონაში / ნატალია ლიუბჩენკოვა / Euronews

The Ferris Wheel in an abandoned amusement park in Pripyat, UkraineNatalia Liubchenkova/Euronewsეშმაკის ბორბალი პრიპიატის მიტოვებულ გასართობ პარკში / ნატალია ლიუბჩენკოვა / Euronews