LIVE

ბიტკოინის ფასი 12%-ით გაიზარდა

26 აპრ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1066
ბიტკოინის ფასი 12%-ით გაიზარდა
Bloomberg

ბიტკოინი 8 თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდის სერიისკენ მიდის. $47,079-მდე შემცირების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 9,6%-ით გაიზარდა და $53,000 შეადგინა.

Copia Wealth Studios-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ სიკორსკის თქმით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, სწორ დროს იყიდონ ის.

”ვარდნა ყიდვის დიდი შესაძლებლობაა. არასტაბილურობა ყოველთვის ქმნიდა შესაძლებლობებს და ხალხი, უკვე წლებია, ყოველთვის გაკვირვებულია შემდგომი ზრდით”,- აღნიშნა მან.

ციფრულმა აქტივის ფასმა ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც Coinbase-ის ბირჟაზე განთავსებით გამოწვეული ეიფორიის ფონზე, მისმა რეკორდულმა ღირებულებამ 14 აპრილს $64 870 შეადგინა. თუმცა, გასული კვირის ბოლოს ფასი 100 დღიან საშუალო მაჩვენებელზე ქვემოთ დაეცა.

მიუხედავად ორშაბათის ზრდისა, ბიტკოინის ფიუჩერსების ფასი დიდად არ გაზრდილა. Bloomberg-ის მონაცემებით, აპრილის კონტრაქტები $52,345-მდე გაიზარდა, ხოლო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით $52,000 იყო. 

თუმცა, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქციის ფასი ბიტკოინთან ერთად გაიზარდა. Monex Group-ის აქციების ფასი 5,9%-ით გაიზარდა, Remixpoint-ის 8,8%-ით, ხოლო Ceres-მა 5,7%-იანი ზრდა აჩვენა.

საშუალოვადიან პერსპექტივაში ბიტკოინს კარგი შედეგი აქვს. ციფრულმა აქტივმა, ინსტიტუციური ინვესტიციებისა და ტრადიციულ ფინანსურ სამყაროში ინტეგრირების ფონზე, ზრდის დაახლოებით 80%-ის შენარჩუნება მოახერხა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი