LIVE

ედიტორიალი: ავღანეთის დატოვება მის მიტოვებას არ უნდა ნიშნავდეს

02 მაი 202114:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 927
ედიტორიალი: ავღანეთის დატოვება მის მიტოვებას არ უნდა ნიშნავდეს
Yuri Gripas/Abaca/Bloomberg

მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის 20 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება - აშშ-ის ჯარი ავღანეთიდან გაიყვანოს - გაწონასწორებულია, თუმცა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში და შემდეგ, ყურადღება რისკების მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა გამახვილდეს.

მსგავსი გასვლის საშიშროება აშკარაა. ასეთი კონკრეტული ვადის დადგომით, რომელიც ნამდვილად შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ბაიდენმა თალიბებს მისცა საბაბი, შეაჩერონ ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები და შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადონ. ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ აჯანყებულებმა შეიძლება წარმატებას მიაღწიონ. საველე ომში დაბრუნებამ და სამოქალაქო ომმა, რომ აღარაფერი ვთქვათ თალიბების ძალაუფლების პირდაპირ ხელში ჩაგდებაზე, შეიძლება გააუქმოს ქალების, უმცირესობების და ავღანელი ახალგაზრდების პროგრესი ბოლო 20 წლის განმავლობაში. შეერთებულ შტატებზე თავდასხმის პლატფორმის შექმნით, ალ ქაიდას და ისლამურ სახელმწიფოს, უსაფრთხოების ვაკუუმში განვითარება შეუძლიათ.

მიუხედავად ამისა, განუსაზღვრელი ვადით დარჩენა შეუძლებელია. ბაიდენის მიერ ჯარის გაყვანის შესახებ ტრამპის პირობის დარღვევა უბიძგებს თალიბებს, განაახლონ პირდაპირი შეტევები აშშ-ის სამხედრო ძალებზე. მოკლედ, შედეგი იქნება მეტი ომი, მეტი მსხვერპლი, რომელსაც 20 წლის შემდეგაც არ უჩანს დასასრული.

ბაიდენის გადაწყვეტილება პროგრესის მიღწევის ბოლო შანსია. საკითხავია, შეიძლება თუ არა ამ დამატებითი დროის კარგად გამოყენება - განსაკუთრებით ახლა, როდესაც თალიბები ამბობენ, რომ მოლაპარაკებას არ შეუერთდებიან მანამ, სანამ ამერიკული ჯარი სრულად არ დატოვებს ქვეყანას.  

აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ აჯანყებულებს სექტემბრამდე დიალოგის დაწყება აიძულოს. თალიბების ლიდერებს სურთ, მათი 10 000 მებრძოლი პატიმრობიდან გათავისუფლდეს და გაუქმდეს გაეროს სანქციები. ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია მათ განუმარტოს, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე თალიბები ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას არ დათანხმდებიან.

აჯანყებულებზე კოორდინირებული ზეწოლისთვის შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს სხვა ქვეყნებთან - რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, ასევე NATO-ს მოკავშირეებთან. ავღანეთის ბევრი მეზობლისა და თალიბების სურვილი იდენტურია - დატოვოს აშშ-ის ჯარმა ქვეყანა, მაგრამ მათ ასევე იციან, რომ ამას ექნება კონკრეტული შედეგი -  თუ ქვეყანა ქაოსში ჩავარდება, ლტოლვილები, ნარკოტიკები და პოტენციური ტერორისტები მათ საზღვრებს მიაწყდებიან. დასაწყისისთვის, მათ სერიოზულად უნდა მოითხოვონ თალიბანის ლიდერებისგან, შეუერთდნენ გაეროს მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს თურქეთში.

თალიბების ლიდერებს კარგად უნდა განუმარტონ, რომ ისინი დიპლომატიურ აღიარებას, დახმარებასა და ინვესტიციებს ვერ მიიღებენ, თუ ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს ახსოვს, რამდენად იზოლირებული იყვნენ ისინი 90-იან წლებში და სავარაუდოდ, მათ აღარ სურთ გლობალურად გარიყულები იყვნენ.

შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პაკისტანს. ის უკვე დიდი ხანია თალიბების ფარული მხარდამჭერია. უსაფრთხო თავშესაფრების გარეშე, აჯანყებულები ვერასოდეს აღადგენდნენ მოძრაობას. პაკისტანის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობის აღდგენის მათი ერთადერთი იმედი, რომელიც მათ მთავარ კონკურენტ ინდოეთს ეყრდნობა, თალიბებთან მოლაპარაკებასა და ავღანეთში მომავალი ტერორისტული საფრთხეების შემცირებაში აშშ-ს დახმარებაა.

Bloomberg-ის სარედაქციო საბჭოს სტატია