LIVE

მალარიის პირველი ვაქცინა, რომელმაც სასურველ ეფექტიანობას მიაღწია

25 აპრ 202118:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1879
მალარიის პირველი ვაქცინა, რომელმაც სასურველ ეფექტიანობას მიაღწია
Manjurul Haque

ოქსფორდის უნივესიტეტის მიერ შემუშავებული მალარიის ვაქცინა პირველია, რომელმაც “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ მალარიის ვაქცინის ეფექტიანობისთვის განსაზღვრულ მიზანს მიაღწია. სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვაქცინის მაჩვენებელი 77%-ია. 

კვლევის ფარგლებში, ბურკინა ფასოში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა  5-17 თვის ასაკის 450 ბავშვს გაუკეთეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის გუნდის შეფასებით, ვაქცინა უსაფრთხო და ადვილად გადასატანია.

ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი, რომელიც Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასაც აწარმოებს, მალარიის ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, მის დამზადებაზე თანახმაა.

მალარიას ყოველწლიურად 400 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მათგან უმეტესობა აფრიკის მცხოვრებია. გარდაცვალების დიდი წილი ხუთ წლამდე ბავშვებზე მოდის. 

კვლევა მეცნიერების შეფასების მოლოდინშია. შემდეგ საფეხურზე, ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყება, რაც ბევრად მასშტაბური იქნება. მასში აფრიკის ოთხი ქვეყნის 4800 ბავშვის ჩართვა იგეგმება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენის კევი