LIVE

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

23 აპრ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 888
ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს
press service of the Moscow City Court

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„წინსვლისა და ყველა ვითარების გათვალისწინებით, ვწყვეტ შიმშილობას. წესების თანახმად, ამას 24 დღე დასჭირდება და ეს კიდევ უფრო რთული იქნება. ასე რომ, წარმატებები მისურვეთ“,- წერს ნავალნი.

ოპოზიციის ლიდერმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამის წყალობით, ორჯერ გაიარა შემოწმება სამოქალაქო ექიმების მიერ, მათ გააანალიზეს და გააცნეს შედეგები.

ნავალნიმ აღნიშნა, რომ შიმშილობის შეწყვეტის სასარგებლოდ ერთ-ერთი არგუმენტი იყო ბესლანის ტრაგედიის დროს დაზარალებული ადამიანების მიერ  გამოცხადებული სოლიდარობა და შიმშილობის აქციის დაანონსება.

პუტინის კრიტიკოსი 3 კვირის განმავლობაში, სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა. მისი ექიმები შიშობდნენ, რომ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე დღეში ის გარდაიცვლებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია