
ბოლო რვა დღის განმავლობაში, ბიტკოინის ფასმა მეშვიდედ იკლო. ციფრულმა მონეტამ კლება მას შემდეგ განაგრძო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მდიდრებისთვის კაპიტალის მოგების გადასახადის თითქმის გაორმაგება დააანონსა.
იმპულსის დაკარგვის შემდეგ, ბიტკოინის ფასი კიდეც 5,8%-ით დაეცა და დაახლოებით 48,596 დოლარი შეადგინა. JPMorgan Chase-მა და Tallbacken Capital Advisors-მა ცოტა ხნის წინ კრიპტო ინვესტორები გააფრთხილეს, რომ არსებობს კიდევ უფრო შემცირების პოტენციალი მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ რეკორდული მაჩვენებელიდან- 64,870 აშშ დოლარიდან კლების სერია განაგრძო.
ამასთან, ფასის კლებაზე ისიც მოქმედებს, რომ IRS-მა გააძლიერა გადასახადების აკრეფა კრიპტო ვაჭრობიდანაც. სააგენტომ კრიპტო მომხმარებლებს სთხოვა, მიუთითონ კრიპტო გარიგებები 2019 წლის ინდივიდუალურ საგადასახადო დეკლარაციებში. IRS გადასახადების გადამხდელებს სთხოვს დეკლარაციაში დააფიქსირონ იყიდეს, გაყიდეს, გაცვალეს თუ სხვაგვარად მიიღეს სარგებელი ნებისმიერი ციფრული ვალუტიდან.
ციფრული აქტივების ამერიკელ ინვესტორებს, რომლებმაც 70%-ზე მეტი მოგება ნახეს, უკვე ემუქრებათ კაპიტალის მოგების გადასახადი, თუ ისინი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობენ კრიპტოვალუტას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰალჯიკი და ჯოანა ოსინგერი