LIVE

რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარს გაიყვანს

22 აპრ 202118:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 5298
რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარს გაიყვანს
Reuters

რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში მობილიზებულ ჯარს გაიყვანს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამით სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას ასრულებს.

ჯარების გაყვანის პროცესი 23 აპრილს დაიწყება.

დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა 100,000 სამხედრო, ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და სხვა ტექნიკა განალაგა უკრაინის საზღვართან ბოლო კვირების განმავლობაში.

რუსეთმა უარყო, რომ მოქმედება საფრთხეს უქმნიდა უკრაინას, მაგრამ კრემლმა კიევი დონბასის სეპარატისტულ რეგიონებზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა. უკრაინა ბრალდებას უარყოფდა და რუსეთს საბრძოლო მოქმედებისთვის მზადებაში ადანაშაულებდა.

რუსეთის ჯარის მობილიზებამ უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. აშშ, NATO და ევროკავშირი რუსეთს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებდნენ და უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არქიპოვი