LIVE

Instagram-ი შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველ შეტყობინებებს დამალავს

21 აპრ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 869
Instagram-ი შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველ შეტყობინებებს დამალავს
Bloomberg L.P.

Facebook-ი Instagram-ზე აძლიერებს ინსტრუმენტებს შეტყობინებებსა და კომენტარებში სიძულვილის ენისა და შევიწროების თავიდან ასაცილებლად.

Instagram-ის დღევანდელი განცხადების მიხედვით, აპლიკაცია დამალავს შეტყობინებების მიღებაზე მოთხოვნებს, რომლებიც შეიცავს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ფრაზებს ან სიმბოლოებს. კომპანიის ცნობით, ყველა ასეთი შეტყობინება ავტომატურად გაიფილტრება და ფარული მოთხოვნების საქაღალდეში მოთავსდება. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ წინასწარ დაბლოკონ ახალი ანგარიშები, რომლებიც მათ მიერ უკვე დაბლოკილ პირებს ეკუთვნით.

ეს ფუნქცია მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი უახლოეს რამდენიმე კვირაში იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი