
ჩეხეთი NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, 18 რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ არსებული დაპირისპირების გამო, თავადაც გააძევონ რუსი დიპლომატები სოლიდარობის გამოხატვის მიზნით.
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს, მიიღონ კოლექტიური ზომები სოლიდარობისთვის“ - განუცხადა საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაცეკმა ჟურნალისტებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე ზმეევსკი გამოიძახეს.
პრაღამ მოსკოვი 2014 წელს ქვეყნის იარაღის საწყობში აფეთქების ორგანიზებაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბისმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს რუსეთის ქმედებებს „სახელმწიფო ტერორიზმის აქტად“, მაგრამ აცხადებს, რომ GRU-ს აგენტების ქვეყანაში ყოფნა „აბსოლუტურად მიუღებელია“.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთს“ და „ღრმად შეშფოთებულია ევროპაში რუსეთის მავნე და საშიში ქცევის სისტემური გამეორებით“.