
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბაჩაზაკის განცხადებით, შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ (EUCOM) სამხედრო წვრთნების ფარგლებში, პოლონეთში რამდენიმე ათეული მოიერიშე თვითმფრინავი განალაგა.
„დღეს პოლონეთში ათობით ამერიკული F-15 და F-16 თვითმფრინავი ჩამოვიდა. EUCOM-ი ახორციელებს საჰაერო ძალების სწრაფ განლაგებას ევროპაში, პოლონეთის აეროდრომების გამოყენებით“,- აღნიშნა მან.
მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი ერთობლივი წვრთნები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „უსაფრთხოების გაძლიერების“ საშუალებას იძლევა.