LIVE

ოქსფორდი Covid-19-ით რეინფიცირებულების პირველ კვლევას იწყებს

20 აპრ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
ოქსფორდი Covid-19-ით რეინფიცირებულების პირველ კვლევას იწყებს
Bloomberg

ოქსფორდის უნივერსიტეტი კოვიდგადატანილი პაციენტების ხელახალი ინფიცირების შესწავლით დაინტერესდა. ამ მიზნით, 64 ჯანმრთელ, კოვიდგატანილ, 18-დან 30 წლამდე მოხალისე პირს მკვლევრები საკარანტინე პირობებში 17 დღის განმავლობაში დააკვირდებიან. ცდისპირებს წინასწარგანზრახულად დააინფიცირებენ უჰანში ერთი წლის წინ გავრცელებული შტამით. 

კვლევის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება, მეცნიერებს დაეხმარება, განსაზღვრონ იმუნიტეტის რა დონეა საჭირო რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აცრების ეფექტიანობის გაზრდას. 

ამასთან, კვლევები, რომლებიც განზრახ, ზედამხედველობით ინფიცირებას გულისხმობს, განსაკუთრებით გამოსადეგია მეცნიერებისთვის, რადგან ისინი მკვლევრებს საშუალებას აძლევენ დეტალურად გაეცნონ როგორ უპირისპირდება ორგანიზმს ვირუსი და პირიქით.

Wellcome Trust-ის კვლევითი მრჩეველის, შობანა ბალასინგამის თქმით, კვლევის შედეგები არა მხოლოდ ვაქცინების, არამედ მკურნალობის ეფექტიანობას შეისწავლის, რაც დღეისთვის განუზომლად მნიშვნელოვნია.

ამ ტიპის კვლევების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტი არაეთიკურია, რადგან მის გრძელვადიანი შედეგები უცნობია, თუმცა მათ საპასუხოდ, ოქსფორდის უნივერსიტეტი კვლევის ყველა მონაწილის უსაფრთხოების პირობას დებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ჯილესპი