LIVE

ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ს დამატებით 100 მილიონ დოზა ვაქცინას უკვეთავს

19 აპრ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ს დამატებით 100 მილიონ დოზა ვაქცინას უკვეთავს
Nathan Laine/Bloomberg

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 100 მილიონი დოზა შეუკვეთა. შედეგად, ბლოკის საერთო შეკვეთა 600 მილიონ დოზამდე გაიზარდა.  

შეკვეთის გაზრდის შესაძლებლობას ევროკავშირს ფარმაცევტულ კომპანიებთან თებერვალში დადებული ხელშეკრულება აძლევს. დოზების რიცხვის გაზრდით, ეს ამ დროისთვის პარტნიორებთან ბლოკის ყველაზე დიდი შეკვეთაა. 

გასულ კვირას პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდებას მიმდინარე კვარტალში 25%-ით დააჩქარებენ. გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, ბლოკი დოზებს წლის ბოლომდე სრულად მიიღებს.

შეკვეთის გაზრდით, ევროკავშირი AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინების შეზღუდვით გამოწვეული შეფერხების კომპენსაციას ცდილობს.  

ევროკავშირში J&J-ს გადაზიდვები მას შემდეგ შეჩერდა, რაც აშშ-მა მისი გამოყენება, თრომბოზის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის გამო, შეაჩერა. იმავე მიზეზით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე