LIVE

TikTok-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა

16 აპრ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 833
TikTok-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა
Gilles Sabrie/Bloomberg

გასულ წელს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი, ByteDance-ი, ყველა მხრიდან იღებდა შეტევებს.

ტრამპის ადმინისტრაციას სურდა, რომ ჩინურ ფირმას, რომელიც TikTok-ს ფლობს, მისი ზოგიერთი აქტივი გაეყიდა. პეკინი ტექნიკურ ბიზნესს უტევდა, ინდოეთმა კი ის თავისი სოციალური მედიის პროგრამების შავ სიაში შეიყვანა.

ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ByteDance-ი სულ უფრო იზრდება. მისი დამფუძნებელი, 38 წლის ჟანგ იიმინგი, $60 მილიარდით, ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ჩინეთში ეს ტიტული  რისკის მატარებელია.

ByteDance-მა, რომელიც მოკლე ვიდეოს გაზიარების პროგრამებითაა ცნობილი, გასულ წელს შემოსავალი გააორმაგა. ეს მას შემდეგ, რაც ძირითადი სარეკლამო ბიზნესის მიღმა გაფართოვდა და ისეთ სფეროებში გადავიდა, როგორიცაა ელექტრონული კომერცია და ონლაინ თამაშები. ახლა კომპანია მისი ზოგიერთი ბიზნესის აქციების საჯარო შეთავაზებას გეგმავს.

South China Morning Post-ის ცნობით, კომპანიის ღირებულება კერძო კაპიტალის ინვესტორებისთვის 400 მილიარდ დოლარს უახლოვდება. 

თუმცა, ჩინეთში გამდიდრებისთვის ახლა ცუდი დროა, რადგან მთავრობა  ქვეყნის ყველაზე ძლიერ კორპორაციები და მათ მილიარდერი დამფუძნებლების გაკონტროლებას ცდილობს.

ByteDance-ის დამფუძნებელმა, ჟანგმა სხვა ბიზნეს მცდელობების შემდეგ პირველად ბარიერი 2012 წელს გაარღვია, როდესაც ByteDance-ის პირველი ჰიტი - ხუმრობის გაზიარების პროგრამა შექმნა, რომელიც ცენზურის გამო დახურეს. შემდეგ ის ახალი ამბების აგრეგირებაზე გადავიდა, მანამ სანამ 1 მილიარდზე მეტი გლობალური მომხმარებელი შეიძინა თავისი მოკლე ვიდეო გაზიარების პლატფორმებით, TikTok-ით და მისი ჩინური ანალოგით, Douyin-ით. ამ პროცესში მან მოიზიდა ისეთი ინვესტორები, როგორიცაა SoftBank-ი, Sequoia Capital-ი და Susquehanna International Group-ი, რაც ჩინურ ინტერნეტ-სტარტაპებისთვის იშვიათობაა და ჩვეულებრივTencent-ისა და Alibaba-ს ფართო ეკოსისტემები ისრუტავს.

Wall Street Journal-ის სტატიის თანახმად, ჟანგის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მხარდამჭერი, Susquehanna გახდა ByteDance-ის 15%-იანი წილით. თავდაპირველი ფსონი მან 2012 წლის დასაწყისში გააკეთა, როდესაც ByteDance-ის საინფორმაციო პროგრამა Toutiao მხოლოდ კონცეფცია იყო.

წარმატების პარალელურად, TikTok-ს ყურადღებით ეკიდება აშშ და ინდოეთი. ამიტომ ჟანგმა უფრო მეტი ძალისხმევა ჩადო ByteDance-ის ახალ და სწრაფად მზარდ ჩინურ ბიზნესებში, რომელიც ონლაინ თამაშებს, განათლებას და ელექტრონულ კომერციას მოიცავს. ეს მას გასული წლის გაყიდვების 35 მილიარდ დოლარამდე და ოპერაციული მოგების 7 მილიარდ დოლარამდე გაზრდაში დაეხმარა.

ინვესტორები ByteDance-ის ზოგიერთი ბიზნესის IPO-ს განსაკუთრებით მას შემდეგ ელიან, რაც ჩინელმა კონკურენტმა, Kuaishou Technology-მ თებერვალში 5,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა Uber Technologies-ის შემდეგ უდიდესი ინტერნეტ ლისტინგის წყალობით. მისი საბაზრო ღირებულება ახლა 140 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ამასთან, გასულ თვეში, ByteDance-მა Xiaomi-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჩუ შუ ძი დაიქირავა, როგორც მისი მთავარი ფინანსური ოფიცერი, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისი აქციების საჯარო განთავსებისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, ჟანგისთვის ინვესტიციის დაუყოვნებლივ ამოღება მნიშვნელოვანი არ არის. ByteDance-ის დამფუძნებლისთვის გრძელვადიანი ზრდა უფრო მნიშვნელოვანია.

როგორც ჟანგი ამბობს,"შეინარჩუნეთ ჩვეულებრივი აზროვნება. მარტივად ჟღერს, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. მარტივად რომ ვთქვათ როცა გშიათ, ჭამეთ და როცა გეძინებათ, დაიძინეთ".

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზეპინგ ჰუანგი