LIVE

ჯარის გაყვანის გადაწყვეტილების შემდეგ, ენტონი ბლინკენი ავღანეთში ჩავიდა

15 აპრ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ჯარის გაყვანის გადაწყვეტილების შემდეგ, ენტონი ბლინკენი ავღანეთში ჩავიდა
Alex Edelman/AFP/Bloomberg

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავღანეთს ეწვია, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობას გააცნოს აშშ-ს გეგმა ჯარის გაყვანის შესახებ და დადოს შეთანხმება თალიბებთან.

“ჩემი აქ ყოფნის მიზანია, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება ავღანეთის მიმართ. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ფორმა იცვლება, მაგრამ პარტნიორობა კვლავ რჩება“,- განაცხადა ბლინკენმა ქაბულში, აშშ-ს საელჩოში ავღანეთის პრეზიდენტ, აშრაფ ღანთან შეხვედრის შემდეგ.

ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ის „პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და ცვლის პრიორიტეტებს“.

ავღანეთში ვიზიტამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდა და ჯარის გაყვანის გეგმა შეათანხმა. შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან „ავღანეთიდან ჯარების უსაფრთხო, მიზანმიმართული და კოორდინირებული გაყვანის მიზნით“.

არსებობს მოსაზრება, რომ სამხედრო ძალების ნაჩქარევმა გაყვანამ შეიძლება, ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ოფიციალური პირები ასევე ამტკიცებდნენ, რომ პენტაგონის წინა მიდგომა პირობების საფუძველზე გაყვანის შესახებ, ავღანეთში ამერიკული ჯარის სამუდამოდ დატოვების რეცეპტი იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ უადამსი