
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. ისინი ქვეყანას ეტაპობრივად, 11 სექტემბრამდე დატოვებენ.
ამასთან, ავღანეთიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამაც.
„დღეს NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ავღანეთში მისია 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო. სამხედრო დანაყოფების გაყვანით, ბოლო წლების ყველაზე ხანგრძლივი, 20- წლიანი ომი სრულდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ სკოტი