
გასულ წელს პანდემიისა და ლოქდაუნების გამო, საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარება გაორმაგდა.
საერთო ჯამში, ქვეყნის მოქალაქეებმა 192,300 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია 2019-თან შედარებით.
Galt & Taggart-ის თანახმად, "მაგთიკომის" აბონენტები უფრო მეტ ინტერნეტს მოიხმარენ, რის შედეგადაც კომპანიის ქსელში ინტერნეტის მოხმარება 2019-20 წლის პერიოდში გასამმაგებულია.
ამ ფონზე, ინფრასტრუქტურის და 4G დაფარვის გაუმჯობესების შედეგად, Silknet-მა მობილური ინტერნეტის მოხმარება საკუთარ ქსელში 2.4-ჯერ გაზარდა გასულ წელთან შედარებით. საერთო ჯამში, კომპანიამ გასულ წელს ყველაზე მეტი, 101,000 მობილური აბონენტი დაიმატა, რამაც მისი წილი მობილური ინტერნეტის ბაზარზე 35.5%-მდე გაზარდა.
"მაგთიკომს" შარშან მობილურ სეგმენტში 75,000 აბონენტი შეემატა, ხოლო Veon-ს - 63,000.