LIVE

აშშ გერმანიაში წელს დამატებით 500 სამხედროს გაგზავნის

14 აპრ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1027
აშშ გერმანიაში წელს დამატებით 500 სამხედროს გაგზავნის
Sean Gallup/Getty Images

აშშ გერმანიაში სამხედრო წარმომადგენლობას 500 სამხედროს გაგზავნით გააძლიერებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობის განმტკიცება „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია“.

მისი თქმით, კრამპ-კარენბაუერთან „უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებზე ნაყოფიერი დიალოგი ჰქონდა“ და გერმანიას „ყველაზე მტკიცე მოკავშირე“ უწოდა.

ლოიდ ოსტინმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გერმანიის მოსალოდნელ განლაგებას „საერთაშორისო წესრიგის დაცვისა და პროექტის სტაბილურობის მიმართ გერმანიის ერთგულების ცხადი ნიშანი“ უწოდა.

სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის გადაწყვეტილებას მიესალმება ბერლინიც.

„რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი ამბავია, რომ აშშ-მ არა მხოლოდ დაშორდა გერმანიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გეგმას, არამედ, პირიქით, ამ ჯარებს გერმანიაში 500 დამატებითი წარმომადგენლით გააძლიერებს. ევროპასა და გერმანიაში ყოფნით, NATO-ს მიმართ ერთგულებით, აშშ არის და დარჩება გადამწყვეტ საყრდენად, რომელსაც ჩვენი მშვიდობა ემყარება“,- განაცხადა კრამპ-კარენბაუერმა.

გერმანიაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა მოულოდნელ არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გერმანიიდან ჯარის გაყვანის შესახებ, აუქმებს.