LIVE

ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14 აპრ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
twitter.com/SecBlinken

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო უკლებას შეხვდა და რუსული აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ.

“დღეს შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო უკლებას და განვიხილეთ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას დონბასსა და ყირიმში რუსული აგრესიის ფონზე“,- განაცხადა ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ.

განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც: „სასიამოვნოა ჩემს კოლეგასა და მეგობართან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრა ბრიუსელში, რადგან რუსეთი განაგრძობს სახიფათო და საომარ რიტორიკას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მოსკოვის მხრიდან შემდგომი ესკალაცია, მათ შორის იმის განმარტებით, რომ ნებისმიერ ახალი სამხედრო მოქმედების ღირებულება ძალიან მაღალი იქნება“,- აღნიშნა მან.  

დმიტრო უკლება ბრიუსელში NATO-უკრაინის კომისიის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ბრიუსელში ვიზიტის წინა დღეს, კულებამ განაცხადა, რომ დროა საუბარი დაიწყოს უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, თუ რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო ესკალაციას დაიწყებს. მან მოუწოდა პარტნიორებს, გააცნობიერონ, რომ ვითარება შესაძლოა იმ ეტაპამდე მივიდეს, როცა ნებისმიერ განცხადება, გამოხატული შეშფოთება და სიტყვიერი მიმართვა სრულიად არაადეკვატური გახდება.