LIVE

სინგაპურული Grab-ი აშშ-ში SPAC-ის რეკოდრული გარიგებით განთავსდება

17 აპრ 202116:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1047
სინგაპურული Grab-ი აშშ-ში SPAC-ის რეკოდრული გარიგებით განთავსდება
Samsul Said/Bloomberg

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი Grab-ი, აშშ-ში აპირებს აქციების განთავსებას Altimeter Growth-თან გაერთიანების გზით, რაც ამ ტიპის გარიგებებში ყველაზე მასშტაბური გარიგება იქნება.

ბრედ გერსტერნის Altimeter Capital Management-თან გარიგების შემდეგ, სინგაპურში დაფუძნებულ სტარტაპს დაახლოებით $39.6 მილიარდიანი საბაზრო ღირებულება ექნება. Grab-მა ინვესტიციებს სახით 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა, ინვესტორებს შორის არიან BlackRock-ი, Fidelity International-ი და T. Rowe Price Group-ი.

გარიგების შემდეგ მგზავრობის გაზიარებისა და სურსათის მიწოდები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური გიგანტი პირველ ტექნიკური კომპანია იქნება, რომელიც საფონდო ბირჟაზე SPAC- ის გავლით განთავსდება. Grab-ი ცდილობს  აშშ-ში SPAC-ების ბუმით ისარგებლოს, მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლების მხრიდან გაზრდილი ყურადღების ფონზე, შენელების ნიშნებს აჩვენებს.

გაერთიანებული ორგანიზაციის აქციები Nasdaq-ზე უახლოეს თვეებში განთავსდება GRAB-ის ნიშნის ქვეშ. Altimeter Capital-ი, რომელიც სექტემბერში Altimeter Growth-ის აქციების პირველადი განთავსების ორგანიზატორი იყო, კომპანიაში $750 მილიონს ჩადებს, რაც შეგროვებული თანხების დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.

Grab-ის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი თანის თქმით, ეს, Altimeter-ის სპონსორის აქციების სამწლიანი დაბლოკვის პერიოდთან ერთად, მის გრძელვადიან ვალდებულებაზე მიუთითებს კომპანიის მიმართ. Altimeter-მა, რომელიც 15 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს, ასევე კომპანიაში $500 მილიონის ჩადების ვალდებულება აიღო პირობითი ინვესტიციის სახით.

”სუვერენული აქტივების მართვის ფონდებიდან საერთო ფონდებამდე, ჩვენში მსოფლიო კლასის ინვესტორები ახორციელებენ ინვესტიციებს. მსოფლიო ხედავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოტენციალს და თუ რამდენად საინტერესოა ეს რეგიონი”- ამბობს თანი ინტერვიუში.

Grab-ი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ე.წ სამომხმარებლო სუპერ აპლიკაციებისთვის ბაზრის ლიდერია ელოდება, რომ მისი ბაზარი 2025 წლისთვის $180 მილიარდზე მეტით გაფართოვდება, 2020 წლის $52 მილიარდიდან. გასულ წელს კომპანიის მთლიანი მთლიანი  მოცულობა $12,5 მილიარდი დოლარი იყო, გაორმაგმაგებული რაოდენობა 2018 წლიდან, მაშინაც კი, როდესაც კონკურენტი მისი Gojek-ი უფრო აქტიური გახდა, ხოლო კორონავირუსის პანდემიამ ხალხის მოძრაობა შეზღუდა.

თანმა და გერსტნერმა, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებმა, გარიგების შესახებ საუბარი ამ წლის დასაწყისში დაიწყეს, ხოლო რეკოდრულ გარიგებაზე შეთანხმებას დაახლოებით სამი თვის შემდეგ მიაღწიეს.

”აშშ და ჩინეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი საინვესტიციო ბაზრებია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ნამდვილად არ იყო ბევრი ინვესტორის სარადარო ეკრანებზე. ახლა ჩვენ გაქვს მეორე ბიზნესი $ 40 მილიარდიანი კაპიტალით, რომელიც Nasdaq- ის ჩამონათვალში იქნება. ეს უდიდესი მომენტია გლობალური ინვესტორებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ, რომ  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტექნოლოგიის ბაზარზე აღორძინების პერიოდია ”- განაცხადა გერსტნერმა.

თანმა Grab-ი მშობლიურ მალაიზიაში დააარსა, როგორც ტაქსის გამოსაძახებელი პროგრამა. კომპანიამ ოპერირება კუალა-ლუმპურში დაიწყო, მაშინ ის ცნობილი იყო MyTeksi-ს სახელით.

მოგვიანებით Grab-ი სინგაპურში გადავიდა. შემდეგ კი ინდონეზიიდან ვიეტნამში, ფილიპინებში, კამბოჯასა და მიანმარში დაიწყო ოპერირება. კომპანიამ ინვესტორებისგან, რომლებსაც SoftBank-ი ხელმძღვანელობდა, 8 საინვესტიციო რაუნდში 10 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა მოიზიდა. Grab-ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმსხვილესი ტაქსის კომპანია გახდა, სანამ  რეგიონის რვა ქვეყანაში საკვების მიწოდების სერვისში, ციფრულ გადასახადებსა და ფინანსურ მომსახურებებშიც გაფართოვდებოდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ მისი მობილური სერვისის ბიზნესი მის ყველა ბაზარზე წარმატებულია, ხოლო საკვების მიწოდების სერვისი ექვსი ბაზრიდან ხუთში შავ ზონაშია. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ის გასულ წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტურისტული ბაზრის 72%-ს ფარავდა, სურსათის ონლაინ მიწოდების 50%-ს, ხოლო ციფრული საფულის გადახდების 23% ჰქონდა. Grab– ის ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Grab-ის თანახმად, მოსალოდნელი საბაზრო ღირებულება ასახავს როგორც ცალკეული კომპანიების ინვესტიციას, ასევე SPAC-ის შემოსავალს 4,5 მილიარდი დოლარის სახით და 2 მილიარდი დოლარის ვადიან სესხს.

გარიგებაში Grab-ის მრჩეველები  Evercore-ი, JPMorgan Chase-ი და Morgan Stanley-ი არიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოლიმ ლი