LIVE

ახალი რეკორდი - ბიტკოინი $62,531 ღირს

13 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 689
ახალი რეკორდი - ბიტკოინი $62,531 ღირს
Bloomberg

Coinbase-ის აქციების გასაჯაროებამდე, ბიტკოინის ფასი კიდევ 4.3%-ით გაიზარდა და ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი $62,531 შეადგინა. Coinbase-ი Nasdaq-ზე 14 აპრილს $100 მილიარდის ღირებულებით განთავსდება.

ტრადიციულ ფინანსებში კრიპტოვალუტის გაზრდილი მიმღებლობის ფონზე, კრიპტო ინვესტორები პოზიტიურ ტრენდზე არიან და ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების კიდევ უფრო ზრდას მოელიან.

"ეს არის ინდუსტრიის ევოლუცია, რომელიც აქამდე პერიფერიაში არსებობდა. ეს ნამდვილად შლის ზღვარს კრიპტოსა და უფრო ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის",- ამბობს კრიპტოვალუტის საფულე Zumo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკ ჯონსი.

Coinbase-ის საზოგადოებრივი დებიუტი კრიპტოვალუტების ფასს სხვა კრიპტობირჟების ციფრულ ვალუტებზეც ზრდის, როგორიცაა მაგალითად Binance Coin, რომელიც მესამე ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტა გახდა ბიტკოინისა და ეთერიუმის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერიკ ლამი და იაკობ პეტერსეილი