
კანადა თურქეთისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვას აჩერებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკ გარნოს განცხადებით, კანადა თურქეთს აღარ მიყიდის სამხედრო საქონელსა და ტექნოლოგიებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშკარა გახდა, რომ კანადური წარმოების სამხედრო ტექნოლოგიები აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენა მთიანი ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის დროს.
გასულ ოქტომბერში, კანადის მთავრობამ დროებით შეაჩერა სამხედრო ექსპორტი თურქეთში. მაშინ, მარკ გარნომ აღნიშნა, რომ ესაუბრა თურქ კოლეგას და განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქეით ბოლონგარო