LIVE

Credit Suisse-ს ფულის გათეთრების გამო ედავებიან

18 დეკ 202022:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
Credit Suisse-ს ფულის გათეთრების გამო ედავებიან
ფოტოგრაფი: ფაბრის კოფრინი/AFP/Getty Images

შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group-ს და მის ერთ-ერთ ყოფილ მენეჯერს შვეიცარიელი პროკურორები ფულის გათეთრების გამო ედავებიან. ბანკის მომხმარებელმა კოკაინის ვაჭრობით ნაშოვნი ფული შევიცარიასა და ბულგარეთში ქონების შესაძენად გამოიყენა. გენერალური პროკურორის განცხადებით, “ფულის გათეთრების” წინააღმდეგ, ბანკმა სათანადო ღონისძიებებს არ მიმართა.

ბრალდებას Credit Suisse წერილით ეხმაურება და გაკვირვებას გამოხატავს ბანკის დადანაშაულების გამო საქმეში, რომლის გამოძიებაც 12 წელია გრძელდება. ის ორგანიზაციული გადაცდომების შესახებ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თავის სიმართლეს ბოლომდე დაიცავს.

კრიმინალის აღსაკვეთად არასაკმარისი ზომების გამო, ბანკების წინააღმდეგ შვეიცარიის სასამართლოსთვის ადრეც მიუმართავთ. გასულ თვეს მოსამართლეებმა Societe Generale-ს საქმე განიხილეს და ბანკი თაღლითად მიჩნეული ალენ სტენფორდისგან თანხის მიღებაში დაანაშაულეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი