LIVE

ბაიდენი თავდაცვის ბიუჯეტს 715 მილიარდამდე ზრდის. ერთ-ერთი სამიზნე რუსეთია

10 აპრ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 8584
ბაიდენი თავდაცვის ბიუჯეტს 715 მილიარდამდე ზრდის. ერთ-ერთი სამიზნე რუსეთია
Ryan Collerd/Bloomberg via Getty Images

ჯო ბაიდენმა კონგრესს ერივნული თავდაცვისთვის 715 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართა. 2022 წლის ფინანსური წლის შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრიორიტეტი „ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის“ შეკავება და „რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევაა“. ამ მიზნით შემოთავაზებულია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და NATO-ს პარტნიორებთან ერთად მუშაობა.

რესპუბლიკელი სენატორები, რომლებიც თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, შემოთავაზებული დოკუმენტი დაგმეს და მას ხარჯების შემცირება უწოდეს, რადგან პროექტი ინფლაციას არ უტოლდება.

„პრეზიდენტ ბაიდენის საბიუჯეტო წინადადება შეამცირებს თავდაცვის ხარჯებს და მძიმე გზავნილს გაუგზავნის არა მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეებს პეკინსა და მოსკოვში, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება მთლიანად ძირს უთხრის ვაშინგტონში დემოკრატების მკაცრ საუბარს ჩინეთზე და ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციის სურვილს, დაუპირისპირდეს კომუნისტურ პარტიას“ - აცხადებს უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.

ბაიდენის წინადადებამ განხეთქილება გამოიწვია დემოკრატებშიც. ლიბერალებმა, როგორიცაა კალიფორნიის დეპუტატი რო ჰანა, პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი და ვისკონსინის შტატის წარმომადგენელი მარკ პოკანი, შეთავაზებას გადაჭარბებული უწოდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: როქსანა ტირონი და ენტონი კაპაჩო