
Bloomberg-ის ინფორმაციით, მომავალ კვირაში ენტონი ბლინკენი ბრუსელში დაბრუნდება და NATO-სა და ევროპის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. იმავდროულად, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
მოლაპარაკებების მთავარი თემა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზება და მზარდი ესკალაცია, ასევე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები იქნება.
თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ბლინკენის პირველი ევროპული ტურნე სწორედ ბრუსელში შედგა. მისი მიზანი იყო, დაერწმუნებინა NATO-ს მოკავშირეები, რომ ტრამპის America First პოლიტიკა დასრულდა და აშშ ალიანსის ღირებულებების ერთგულია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ უადამსი