
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისა და დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს.
აშშ-ის რეაგირება მოიცავს სანქციებს პუტინის ახლო წრისა და ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც არჩევნებში ჩარევასთან არიან დაკავშირებულნი. კონტრზომები შესაძლოა მოიცავდეს რუსი დიპლომატების გაძევებასაც.
Politico-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი განიხილავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, რომელიც უხელმძღვანელებს დახურულ მოლაპარაკებებს Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობაზე. მისი მთავარი მიზანი გერმანიასთან დამატებითი კონფრონტაციის გარეშე გაზსადენის მშენებლობის შეჩერებაა.
კონტრზომების შესახებ გადაწყვეტილება ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური ტესტია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. აშშ-რუსეთის ურთიერთობას ტონი უკვე მისცა ბაიდენმა, როცა პუტინს „მკვლელი“ უწოდა და გააფრთხილა, რომ არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთი შესაბამის „ფასს გადაიხდის“.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ვადამსი და ჯენიფერ ჯეიკობსი