LIVE

შვედეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის საპილოტე პროექტს 2026 წლამდე წარადგენს

08 აპრ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
შვედეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის საპილოტე პროექტს 2026 წლამდე წარადგენს
Bloomberg

შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ამბიციური პროექტის დედლაინს 2026 წლამდე წევს. როგორც აღმოჩნდა, ელექტრონული კრონას საპილოტო პროექტი მეტ დროს მოითხოვს ბოლომდე დასახვეწად. თავდაპირველად შვედეთის ცენტრალური ბანკის კრიპტოვალუტა 2018 წლისთვის იყო დაანონსებული, Riksbank-ი ამბობს, რომ შემდეგი წლის დასაწყისამდე მიმდინარე საპილოტო პროექტი არ დასრულდება და შესაძლოა საბოლოო შედეგს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს.

ამოცანა უზარმაზარია და მსოფლიოში ყველაზე ძველი, შვედეთის ცენტრალური ბანკი თავის ქრონოლოგიას განაგრძობს. ამ დროისთვის, Riksbank-ი თავის საპილოტე პროექტში ორსაფეხურიან მოდელზე მუშაობს, რომელშიც ის პასუხისმგებელი  CBDC-ს გაცემასა და გამოსყიდვაზე იქნება. ასეთ ჩარჩოებში მონაწილეებს, როგორიცაა ბანკები ან საგადახდო ფირმები, უშუალო კონტაქტი ექნებათ საბოლოო მომხმარებელთან.

სხვა ცენტრალურმა ბანკებმა ღიად უარყვეს მოსაზრება, რომ ამ სფეროში პირველობას რაიმე მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ ფაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ურჩევნია სწორი იყოს, ვიდრე პირველი.

”უმეტეს ეკონომიკაში ამას დრო სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ კანონმდებლებს საკითხის აწონ-დაწონვა სჭირდებათ”,- ამბობს Bloomberg Economics- ის იოჰანა ჟანსონი.

ამავდროულად, უდიდესი სკანდინავიური ეკონომიკიდან ნაღდი ფილი ბანკნოტებისა და მონეტების სახით ეტაპობრივად ქრება. McKinsey Global Payments- ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, შვედები, ტრანზაქციების მთლიანი პროცენტული მაჩვენებლიდან, ნაღდ ფულს უფრო იშვიათად იყენებდნენ, ვიდრე სხვა ”მომწიფებული” ბაზრის მოქალაქეები.

თუმცა, ყველა ვერ ხედავს ციფრული ვალუტის წარდგენის საჭიროებას. შვედეთის მეზობელ ნორვეგიაში, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოებაში, ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ არ არსებობს გამოკვეთილი საჭიროება ციფრული ვალუტის წარსადგენად.

საბოლოოდ, შვედეთში ციფრული ფულის მომავალს პოლიტიკოსები გადაწყვეტენ და არა ცენტრალური ბანკები. კანონმდებლები, საპილოტე პროექტის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაფასებენ, არის თუ არა ელექტრონული კრონა საჭირო და თუ კი, რა ფორმით უნდა არსებობდეს ის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რაფაელა ლინდერბერგი და ოტ უმელასი