
New York Times- ის ცნობით, Pinterest-ი VSCO-ს ფოტო-რედაქტირების პროგრამის მწარმოებელ Visual Supply-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს აპლიკაციის შესყიდვაზე.
VSCO-ს 10 წლიანი გამოცდილების მქონე პლატფორმა მომხმარებლებისთვის Instagram-ის თავდაპირველ მიმზიდველობას იზიარებს. აპლიკაცია საკუთარ აუდიტორიას, რასაც ძირითადად მოზარდები შეადგენენ, პლატფორმაზე ვინტაჟურ ფოტო ფილტრებსა და ფოტო რედაქტორის ფუნქციას სთავაზობს.
კომპანიამ აპლიკაციას ვიდეოს რედაქტირების ინსტრუმენტებიც დაამატა და ამისთვის $90 მილიონის ინვესტიციის მიღება შეძლო. ამჟამად ფოტო რედაქტირების აპლიკაცია 550 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
Pinterest-ს, რომელიც ფოტოების შეგროვებისა და გაზიარების პლატფორმაა, VSCO-ს რედაქტირების ნაკრებისა და მომხმარებელთა ბაზის შესყიდვა, საშუალებას მისცემს გაზარდოს საკუთარი აუდიტორია და გააძლიეროს მობილური აპლიკაციის პარამეტრები.
New York Times- ის სტატიაში ნათქვამია, რომ Pinterest-ი VSCO– ს შესყიდვის შესახებ ჯერ ისევ მოლაპარების პროცესშია და გარიგების სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვლად სავოვი და ნილუკსი კოსვანაჯი