LIVE

ბიტკოინის არასტაბილურობა მცირდება

03 აპრ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 718
ბიტკოინის არასტაბილურობა მცირდება
Bloomberg

JPMorgan Chase-ის თანახმად, ბიტკოინის არასტაბილურობის ბოლოდროინდელმა კლებამ, შესაძლოა, კრიპტოვალუტის მიმართ ფინანსური ინსტიტუციების ინტერესის გაზარდოს.

”ბიტკოინის არასტაბილურობის ნორმალიზაციის სავარაუდო ნიშნები გამამხნევებელია. ჩვენი აზრით, ამ წერტილიდან ბიტკოინის არასტაბილურობის პოტენციური ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს მის მიმართ ინტერესის ზრდას”,- წერენ ბანკის სტრატეგისტები ანგარიშში.

კრიპტოვალუტების სამ თვიანი მერყეობა თებერვალში 90%-დან 86%-მდე შემცირდა. ექვსთვიანი საზომი ამ ეტაპზე სტაბილურია და დაახლოებით 73% -ს შეადგენს. არასტაბილურობის კლებასთან ერთად კი, შესაძლოა სულ უფრო მეტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა შეაბიჯოს კრიპტო სივრცეში.

ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში, ბიტკოინმა გარკვეული ყურადღება ოქროს ხარჯზე მიიპყრო, აღნიშნავენ JPMorgan-ის სტრატეგები ანგარიშში და ბიტკოინის ფონდებში $7 მილიარდი დოლარის შედინებას უსვამენ ხაზს, ძვირფასი ლითონის საფონდო ბაზრიდან $20 მილიარდის გადინების ფონზე.

ამ დრომდე ციფრული მონეტების არასტაბილურობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად აშშ-ის არცერთი მსხვილი ბანკი არ უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას ბიტკოინზე და მის კონკურენტ კრიპტოვალუტებზე.

მიუხედავად ამისა, Wall Street-ის ტრადიციული ფირმები უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ ციფრული ვალუტის მიმართ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უდიდესი კრიპტოვალუტია ღირებულება მიმდინარე წელს გაორმაგდა, ხოლო 2020 წელს 300%-იანი ზრდა აჩვენა.

Goldman Sachs-ის განცხადებით, ის კერძო კლიენტებს ბიტკოინსა და სხვა ციფრული აქტივებში ინვესტიციის შესაძლებლობას მალე შესთავაზებს. Morgan Stanley კი გეგმავს კლიენტებს სამ ისეთ ფონდთან შესთავაზოს წვდომა, რომელიც მათთვის კრიპტოვალუტის ფლობას შესაძლებელს გახდის. Bank of New York Mellon-ი კი პლატფორმის შემუშავების პროცესშია, რომელიც როგორც ტრადიციული, ისე ციფრული აქტივებისთვის იქნება განკუთვნილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰარიკი