LIVE

მომავალი წლისთვის Tesla ტეხასში 10 000 ადამიანს დაასაქმებს

03 აპრ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1425
მომავალი წლისთვის Tesla ტეხასში 10 000 ადამიანს დაასაქმებს
Getty Images

ელონ მასკი Twitter-ზე წერს, რომ ტეხასში, Tesla-ს ახალ ქარხანას 2022 წლისთვის 10 000 ადამიანის დაქირავება დასჭირდება.

ეს განცხადება წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინფრასტრუქტურული გეგმების წარდგენას, სადაც ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სუფთა ენერგიასა და ახალ სამუშაო ადგილებს.

მასკი ტეხასურ საწარმოს სწრაფად აფართოებს. ივნისში Tesla ადგილობრივ მთავრობას 5 000 სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა, რომელიც ტრევისის ოლქში უმაღლესი განათლების მოთხოვნის გარეშე გადაუხდიდა დასაქმებულებს სოლიდურ ანაზღაურებას. გამოდის, რომ სამუშაო ადგილები, მასკის ბოლო განცხადებით, გაორმაგებულია.

მიმდინარე კვირაში, მასკმა ასევე საჯაროდ მიიწვია Space X-ში მუშაობით დაინტერესებული ინჟინრები, რაკეტების წარმოებაში ჩართვის მიზნით.

რაც შეეხება ოსტინის ქარხანას, ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხმარებლებისთვის ელექტრო Cybertruck და Model Y კროსოვერების მომავალ მოდელებს აწარმოებს. ტეხასი, კალიფორნიისა და ფლორიდის შემდეგ, მესამე ყველაზე პოპულარული შტატია კომპანიის ავტომობილებისთვის.

2021 წელს Tesla-სთვის მთავარ გამოწვევას გლობალური გაფართოება წარმოადგენს. ელექტრო ტრანსპორტის სფეროში კონკურენციის ზრდის ფონზე, რასაც მსხვილი ავტომწარმოებლების ელექტრომობილების ბაზარზე შესვლა იწვევს, კომპანიას ეს ამოცანა კიდევ უფრო გაურთულდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი