LIVE

S&P 500-მა 4,000-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა

01 აპრ 202120:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1127
S&P 500-მა 4,000-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა
Bloomberg

ტექნოლოგიური აქციების ზრდისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენის ოპტიმიზმის ფონზე, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანმა საფონდო ინდექსმა, S&P 500-მა 4,000-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა.

S&P 500-ის ბოლოდროინდელი აღმასვლა მეტწილად ენერგო რესურსებისა და ფინანსური სექტორის აქციების ფასის ზრდისგან არის გამოწვეული, რასაც ვაქცინაციის პროცესი უწყობს ხელს. სახაზინო შემოსავალზე გაზრდილი ზეწოლა და ინფლაციის ზრდის მოლოდინები კი, ეკონომიკური ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე აქციებს, დამატებითი ზრდისკენ უბიძგებს.

ამასთან, ობლიგაციების გაყიდვის ტემპის ზომიერებამ, ტექნოლოგიურ აქციებს აღდგენის საშუალება მისცა. ამ ტიპის აქციები ინდექსის ყველაზე მსხვილი სექტორია.

S&P 500-ი 2021 წელს 6.5%-ით გაიზარდა, ხოლო ენერგეტიკისა და ფინანსური სექტორების ზრდის მოცულობამ 29% და 15% შეადგინა. ეს დაეხმარა S&P 500 ინდექსს, Nasdaq 100 ინდექსის 1,6%-იან ზრდისთვის გადაეჭარბებინა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდია ტექნოლოგიური აქციები S&P 500-ში, გაუგებარია, თუ რამდენად შეუძლია ინდექსს ამ ზრდის შენარჩუნება, თუ ამ სექტორის ზრდა შეჩერდება.

ტექნოლოგიური აქციები ინდექსის თითქმის 27%-ს შეადგენს, ხოლო ფინანსური და ენერგეტიკული ნაწილი 14.1%-ს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კეტრინ გრიფილდი და ვილდანა ჰაირიკი